ნათია თურნავამ კორონავირუსი დაამარცხა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ, ექიმების რეკომენდაციით, ნათია თურნავა მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.
ნათია თურნავას კორონავირუსი 3 ნოემბერს დაუდასტურდა.