ფიფიების ქუჩის N21-ში მდებარე ავარიულ შენობას გამაგრებითი სამუშაოები უტარდება

დიდუბის რაიონის გამგეობა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, გამაგრებითი სამუშაოები ფიფიების ქუჩის N21-ში მდებარე ავარიულ შენობას უტარდება.
ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველისა და მზიდი კედლების გამაგრება, აივნების რეაბილიტაცია, ასევე, დაზიანებული კარ-ფანჯრის შეცვლა.
აღნიშნულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „უნივერსი“ 58 641 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები