105 წლის სახლის მოგზაურობა ვანკუვერიდან კორტნიში
კანადელმა წყვილმა ახალი სახლის ყიდვა გადაწყვიტა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ბენ და ჯენ ფორდებმა სასურველ სახლს ვანკუვერში მიაგნეს, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში და მისი ყიდვა გადაწყვიტეს, შემდეგ კი, მისი გადატანა კუნძულზე მდებარე ქალაქ კორტნიში, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე.
ეს უცნაური ჩანაფიქრი მათ 23 ივლისს განახორციელეს. 1915 წელს აგებული სახლი დილის 10 საათზე ბორბლებზე მოათავსეს და პორტში „წაიყვანეს“. იქ სახლი ტივტივაზე გადაიტანეს და მდინარე ფრეიზეირის, შემდეგ ჯორჯიას ყურის გავლით, ახალ ადგილას წაიღეს. ეს რვასაათიანი მოგზაურობა წყვილს სულ რაღაც 1500 დოლარი დაუჯდა.
სახლების მსგავსი მოგზაურობა უკვე დიდი ხანია, კანადისთვის ჩვეული საქმეა. სპეციალიზებული კომპანიები ყიდულობენ ძველ შენობებს, არემონტებენ მათ და შემდეგ ყიდიან და გადააქვთ სასურველ ადგილას.