იყიდება ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი, რომლის სიგანეც 1.65 მეტრია, ფასი კი, მილიონ დოლარზე მეტი
კარგი სიახლე ექსტრაორდინალური უძრავი ქონების მოყვარულთათვის – ლონდონში იყიდება ყველაზე ვიწრო სახლი, რომლის სიგანე მხოლოდ 1,65 მ-ს შეადგენს! მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსცენტრიული სახლი ძალიან ვიწროა, მისი ფართობი საკმაოდ მისაღებია- 96 კვ.მ. ამგვარი სივრცე მიღწეულ იქნა შენობის სიმაღლისა და ერთდროულად 5 საცხოვრებელი დონის შექმნის წყალობით. მათ, ვისაც 1.3 მილიონი დოლარი აქვთ, შეუძლიათ გაბედულან ეწვიონ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს. კეთილმოწყობილი საცხოვრებელი იდეალური ადგილი იქნება კომფორტული ცხოვრებისთვის ქალაქის ისტორიულ ნაწილში, თუმცა მოგიწევთ კრიტიკულად ვიწრო სივრცეში ცხოვრებას შეეჩვიოთ.
რომ არა ექსტერიერის ლურჯი ფერი, შეუძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, რომ ეს ცალკე ნაგებობაა. ამჟამინდელი მეპატრონე იურიდიული ფირმის იურისტია. 10 წლის წინ მან 750 ათასი დოლარად შეიძინა ეს უცნაური უძრავი ქონება და ამ დროის განმავლობაში საუკეთესო თანამედროვე ტრადიციებით აღჭურვა. ახლა „წვრილ“ სახლს (როგორც ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს) აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა პატარა ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის. ერთადერთი, რასაც უნდა შეეჩვიოთ, ესაა არასტანდარტული განლაგება და იმ ფაქტთან შეგუება, რომ ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საჭირო აღჭურვილობა განლაგებულია კედლის გასწვრივ მათ შორის ვიწრო გასასვლელით – სხვანაირი ვარიანტის მოფიქრება უბრალოდ შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ სახლი კრიტიკულად ვიწროა, შენობის შიგნით არის 5 სართული, რამაც შესაძლებელი გახადა ყველა საჭირო საცხოვრებელი ადგილის მოწყობა. ქვედა დონეზე (სარდაფში) არის შესასვლელი დარბაზი სპირალური კიბით, რომელთაც ზედა სართულებსა და კომფორტულ ოთახებში აჰყავხართ.
იქიდან ყველა მისაღებსა და სამზარეულოში ხვდება, რომლებიც შეუფერხებლად ერწყმის სასადილო ოთახს, მას კი, მწვანეში ჩაფლული ეზო ესაზღვრება. რადგანაც ქვედა სართულების სიგრძე 8 მეტრს აღწევს, სივიწროვის შეგრძნება არ ჩნდება, რასაც ხელს უწყობს შესასვლელთან არსებული დიდი ვიტრინა, გამჭვირვალე კედელი, მბრუნავი კარი გასასვლელის წინ და სასადილო ზონის ზემოთ არსებული მინის თარო.
დანარჩენ სამ სართულზე საძინებლებია განთავსებული, რომელთაგან ერთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამუშაო ოთახად. ძირითადი საძინებლის გვერდით ორიგინალური აბაზანაა, რომელთან ახლოსაც არის გარდერობი და სათავსო. მესამე სართულზე არის გასასვლელი ღია ტერასაზე, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ დასავლეთ ლონდონის ულამაზესი ხედით. ტერასაზე შექმნილია არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილი მაგიდითა და კომფორტული სავარძლებით, არამედ მინი ბაღიც, რაც მფლობელებს საშუალებას მისცემს, მოიწყონ რომანტიკული ვახშამი „ბუნებაში“.
ახალ მფლობელს, რომელსაც მინიმუმ 1.3 მილიონი დოლარი ექნება, შეეძლება გაბედულად გადავიდეს მასში და შეეჩვიოს „ჰარმონიულ“ სიტუაციას, რადგანაც სახლი არ საჭიროებს შეკეთებას და გარემონტებას.
წყარო: novate