საბურთალოს რაიონში, ბროწეულის N41-ის მიმდებარედ სპორტული მოედანი სრულად განახლდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბროწეულის N41-ის მიმდებარედ სპორტული მოედანი სრულად განახლდა. ასევე, ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და ტრენაჟორები მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, შეიცვალა ლითონის ბადე, ბალახის საფარი, განათება და დაზიანებული სპორტული ინვენტარი. დასასვენებელ სივრცეში კი ატრაქციონები და ყველა შესაბამისი ინვენტარი დამონტაჟდა.
აღნიშნული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 98 331 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები