თევდორე მღვდლის N1-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებენ

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N1-ში ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით მაგრდება, რეაბილიტაცია უტარდება შენობის აივნებს. ასევე, იცვლება შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა.
პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 60 890 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები