კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
საგზაო სამუშაოები ოთხ მისამართზე პარალელურად ხორციელდება.
მათ შორისაა პუშკინის N11-ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ასფალტის ახალი საფარი ისხმება.
აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ უკვე განახორციელა წყალარინების ქსელის რეაბილიტაცისა და სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები.
მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში, 41 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით 60 მისამართზე შეიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები