როგორ აშენებდნენ საბჭოთა კავშირში – კონსტრუქტივიზმის ეპოქა
კონსტრუქტივიზმი ნამდვილი საბჭოური არქიტექტურული სტილია, რომელიც სტიქიურად წარმოიქმნა. იმ დროს საბჭოთა კავშირი რევოლუციისა და ომის შემდეგ ფხიზლდებოდა, ხალხს კი, ცვლილებები ესაჭიროებოდა, მათ შორის, არქიტექტურაში.
ოსტატები, რომლებიც ამ სტილში მუშაობდნენ, საბჭოელ ხალხში არქიტექტურის მნიშვნელობის დამკვიდრებას ცდილობდნენ. ისინი ეძებდნენ აზრს არა დეკორში, არამედ უბრალო ფორმებში და მათ ეფექტურ გამოყენებაში.
კონსტრუქტივიზმის ნიმუშები ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დღესაც მრავლად გვხვდება.