ამირან გამყრელიძე: ექიმებს თავი დაგვანებეთ, პოლიტიკაში ნუ გვრთავთ
“ჩვენ, ექიმები აპოლიტიკური ადამიანები ვართ და ჩართულები ვართ წინა ხაზზე იმ უზარმაზარი გამოწვევის წინაშე, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.
„ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ გვრთავთ. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ამიტომ, პოლიტიკური პასაჟებითა და ქვეტექსტებით დასმული კითხვები მიუღებელია. შეკრებები ცუდად მოქმედებს პანდემიაზე. პოლიტიკური პროცესი ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს ქვეყანაში, რადგან საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას მომავალი 4-5 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.