არჩევნებთან დაკავშირებული 9 ისტორიული ფოტო – რა შეიცვალა ბოლო ასი წლის განმავლობაში

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს  ხმის მიცემის საშუალება მოგვეცა და ჩვენზე გახდა დამოკიდებული, თუ ვის ჩავაბარებდით სამართავად ჩვენს ქვეყანას, არჩევნებში მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივობად იქცა ჩვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, ამ პროცესს ყოველთვის თან ახლავს დაძაბულობა, პროტესტი, ხშირად კი, ფიზიკური დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, ვის ვუჭერთ ჩვენ მხარს, ყოველთვის არსებობს საპირისპირო არა ერთი, არამედ რამდენიმე მოსაზრება. სწორედ ამიტომ, ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ (გამოქვეყნებულია პორტალ boredpanda-ზე. გაფერადებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით), კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა ადამიანების ჩაცმულობა თუ ვარცხნილობა, მაგრამ მთავარი ყოველთვის უცვლელი იყო – დაძაბულობა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ყველა არჩევნებს თან ახლავს.


1. მომიტინგეები თეთრი სახლის წინ უპირსპირდებიან პოლიციას. 1965 წელი

მთავარი მესიჯი: ჩვენ ვითხოვთ ხმის მიცემის უფლებას ყველგან

2. ქალებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა გლობალური პანდემიის – ე.წ. ესპანური გრიპის დროს. 1918 წელი.

ეს იყო პირველი არჩევნები ამერიკაში, რომელშიც ქალებმა შეძლეს ხმის მიცემა ზოგიერთ შტატში. პირველი შტატი, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა, უაიომინგი გახლდათ.

3. კონკურენტები: ჯონ კენედი და რიჩარდ ნიქსონი ხვდებიან ერთმანეთს დებატებზე. 1960 წელი.

კენედისა და ნიქსონს შორის გამართულმა საარჩევნო პროცესმა, კორუფციის, გაყალბებისა და ერთმანეთს შორის არსებული შუღლის ფონზე, ქვეყანაში ძალიან დაძაბული ატმოსფერო შექმნა.

4.პირველი არჩევნები ნიუ იორკში, სადაც ქალებმა ხმის მიცემა შეძლეს.

5. სერჟანტი დეილ ბლექსლი აშშ-ის არჩევნებში მარიანას კუნძულებიდან მონაწილეობს. 1944 წელი.

6. მე-15 შესწორებამ აფროამერიკელებს ხმის მიცემის უფლება მისცა.

7. მსახიობი ტრიქსი ფრიგანზა (შუაში) ქალებისთვის საარჩევნო უფლების მიღებას ითხოვს. 1920 წელი.

8.ფრანკლინ დელანო რუზველტი ესალმება მხარდამჭერებს მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

სანამ ის გახდებოდა აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც არჩევნები 3-ჯერ მოიგო,  ნიუ იორკის გუბერნატორი იყო.

9. ამომრჩევლები ხმის მიცსაცემად კაბინაში შედიან. 1945 წელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები