ვაკის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია 11 მისამართზე დასრულდა

ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. ამ დროისთვის, ლიფტების რეაბილიტაცია 11 მისამართზე დასრულდა. სამუშაოების შედეგად, შეიცვალა ჯალამბარი, მართვის ფარი, ტროსები და სხვა დეტალები, დამონტაჟდა ახალი კაბინები, კარები და ჩარჩოები. 11 ლიფტის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 215 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები