ეკატერინე ტიკარაძე: ყველა იმ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, მინდა, ვთხოვო, ხელს ნუ შეუწყობენ ვირუსის გავრცელებას

“ყველა იმ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, მინდა, ვთხოვო, ხელს ნუ შეუწყობენ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, კვლავ ძალიან მნიშვნელოვნად რჩება საზოგადოების გონიერება.

„ჩვენს მოსახლეობასა და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, მინდა, ვთხოვო, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურ იარაღად რჩება. შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა ძალიან დიდი რისკის მატარებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და დარმწუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე იბრძოლებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას, კეთილგანწყობასა და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად.

კვლავ ძალიან მნიშვნელოვნად რჩება საზოგადოების გონიერება, რომელიც მათ გამოიჩინეს გაზაფხულზე. დღეს ეს გონიერება მეტად უფრო კრიტიკული და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ თითოეული ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები