ვაკეში, მინდელის N1-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მინდელის N1-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე ეწყობა.

ტერიტორიაზე განთავსდება კეთილმოწყობილი საბავშვო ზონა სხვადასხვა ატრაქციონებით, დამონტაჟდება დასასვენებელი პავილიონი, სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყობა განათების ქსელი, ქვის ხალიჩის ბილიკები, დაირგვება მცენარეები.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 65 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები