წყნეთში ერეკლე მეორის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. სხვა მისამართებთან ერთად, ამ დროისთვის წყნეთში ერეკლე მეორის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის შედეგად, 2350 კვ. მ. ფართობზე განახლდა გზის საფუძველი და ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

საგზაო სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“-მ შეასრულა.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 151 000 ლარია.

დასრულებულ სამუშაოს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები