ევროპის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთის გზატკეცილის მე-12 კმ-ის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე  ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე – ირაკლი ბენდელიანი გაეცნო.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ განვახორციელეთ კახეთის გზატკეცილისა და  ევროპის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა, მაშინ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ მონაკვეთის დატოვებაზე, ვინაიდან ავარიულ მდგომარეობაში იყო და სჭირდებოდა კაპიტალური შეკეთება. სამუშაოები იანვარში დასრულდება. ჩვენ მართალია, ვამბობთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მაგრამ იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ, რეალურად, აქ მოეწყობა ახალი ხიდი თავისი  საყრდენებითქ და გადახურვის კოჭებით. სამუშაოებს  კომპანია „ენ-სი-სი“ აწარმოებს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძეც გაეცნო.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე, რომელიც დაახლოებით 1700 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს,  ასფალტობეტონის ახალი საფარი ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს თვალამრიდების, ტროტუარების, სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა და დაზიანებული ნაწილების აღდგენა.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები,  რომლის ღირებულება 1 328 000 ლარია, 2021 წლის იანვარში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები