სიტყვიერი დაპირისპირება გლდანში – ოპოზიციის წარმომადგენლები “ფლაერებს” არიგებენ

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები გლდანში მსვლელობას მართავენ. ისინი  მოსახლეობას ხვდებიან და ფლაერებს ურიგებენ წარწერით – „გაყალბება“ და  „კვირას პარლამენტთან, აქციაზე“.

პირდაპირი ეთერის დროს ნიკა მელიამ  მოსახლეობას მოუწოდა, რომ კვირას აქციაზე მივიდნენ და „არჩატარებული არჩევნების შედეგები გააპროტესტონ”.

მსვლელობისას მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ნიკა მელიას, სამოქალაქო აქტივისტებსა და საპატრულო პოლიციას  შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„კვირას, 15:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დაიგეგმა და ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად ყველა რაიონულ ცენტრში, ყველა უბანში, კორპუსებს შორის იქნება აბსოლუტური მობილიზაცია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები