130 წლის წინ 4 ნოემბერს ლონდონში მეტროპოლიტენის პირველი ელექტროხაზი გაიხსნა
ლონდონი მეტროს სამშობლოა. ლონდონის მეტრო ყველაზე ძველი მიწისქვეშა საქალაქო რკინიგზაა, რომელიც 1863 წლიდან არსებობს. საინტერესოა, რომ პირველი მატარებელი 23 ვაგონისგან შედგებოდა, ყველა მათგანი სახურავის გარეშე იყო და ორთქლმავალით იმართებოდა.
1890 წლიდან მიწის ზედაპირზე არსებული გვირაბების მაგივრად ელექტრომავალი ხაზების მშენებლობა დაიწყეს, რომლებიც ქალაქის ცენტრში მიწის სიღრმეში ჩადიოდა.
მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა ელექტრონული გზა ლონდონში 1890 წლის 4 ნოემბერს გაიხსნა: ეს ჩრდილოეთის ხაზი იყო სტოკველის მონაკვეთზე – კინგ უილიამ-სტრიტზე. მოძრაობა გახსნა და პირველი მგზავრიც პრინცი უელსკი, დიდი ბრიტანეთის მომავალი მეფე ედუარდ VII იყო.
პირველ ელექტროხაზს, რომლის სიგრძეც 6 კილომეტრს შეადგენდა, Metropolitan Railway ერქვა. ეს გრძელი დასახელება ჩვენამდე ნაცნობი, შემოკლებული ვარიანტით მოვიდა – „მეტრო“.
1890-1904 წლებში მსგავსი კიდევ ოთხი ხაზი გაიხსნა, კიდევ მოგვიანებით, 1906-1907 წლებში კი, სამი შეემატა. ამ დროისთვის ლონდონის მეტროპოლიტენი 270 სადგურისგან შედგება, რომელთა საერთო სიგრძეც 400 კილომეტრია.