როგორ ინახავდნენ ჩვენი წინაპრები ფულსა და ძვირფასეულობას ბანკებისა და სეიფების გარეშე
ახლა ჩვენი შეგვიძლია შევინახოთ საკუთარი დანაზოგები ბანკში. თუკი ფინანსურ დაწესებულებებს არ ენდობით, მაშინ შეგიძლიათ მოათავსოთ ისინი სეიფში და შეინახოთ სახლში. როგორ იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები მაშინ, როდესაც არ იყო ბანკები, მაგრამ არსებობდნენ ქურდები?
ჩვენს წინაპრებს იმისთვის, რომ საგულდაგულოდ შეენახათ მწარე შრომით მოპოვებული კაპიტალი, გონიერება და კარგი ფიზიკური მომზადება მოეთხოვებოდათ.
გლეხები, რომელთა შორის ბევრი მდიდარი არ არსებობდა, იძულებული იყვნენ, საჭიროებისთვის ფული მოეგროვებინათ. ხანდახან ცხენის ან ძროხის საყიდლად აგროვებდნენ ფულს, ან ახალი სახლის ასაშენებლად.
მათ კაპიტალი სხვადასხვა ხერხით უნდა შეენახათ. თუკი საქმე ძალიან დიდ თანხას ეხებოდა, ყველაზე მარტივი მისი მიწაში ინვესტიცია იყო. საჭიროების შემთხვევაში, მიწას გაყიდდნენ.
უმრავლესობას საკუთარი ფულის ახლოს ქონა ერჩივნა, ამიტომ საკუთარი სახლის საძირკველში სამალავებს აგებდნენ. ეს ჩვეულებრივი ორმო იყო ხოლმე, სახლის იატაკქვეშ, ზოგიც თიხის ჭურჭელში ათავსებდა მონეტებს და მიწაში მარხავდა.
ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის წინდახედული მოსახლეობა დიდი თანხების შესანახად სამალავებს პირდაპირ სახლის ან სასახლის მშენებლობის დაწყებამდე აკეთებდა. ეს შესაძლოა ყოფილიყო სქელკედლიანი სარდაფის მსგავსი ოთახი დამალული შესასვლელით ან პატარა სამალავი სარდაფის კედელში, ქვების მიღმა.