თბილისში, არაყიშვილის N18-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, თბილისში, არაყიშვილის N18-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. გამაგრდება დაზიანებული კორპუსის საფუძველი, აღდგება კედლები. სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 160 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.