ბალანსისა და სიმეტრიის ქალაქი – ბარსელონა ჩიტის ფრენის სიმაღლიდან
მზიანი და კაშკაშა ბარსელონა ნაცნობია თავისი განუმეორებელი არქიტექტურით. როგორც აღმოჩნდა, გარდა ძველ უბნებში გასეირნებისა, ქალაქის დათვალიერება ზევიდანაც შეიძლება. უნგრელმა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, ქალაქის თავზე დრონი გაეშვა, რათა ენახა, თუ როგორ გამოიყურება ბარსელონა ჩიტის ფრენის სიმაღლიდან.
ფოტოგრაფი აღფრთოვანებული იყო ქალაქის უცნაური კუბური არქიტექტურით – ყველაფერი ჰარმონიული, სიმეტრიული და გეომეტრიულია.
კუბები, სამკუთხედები და ნახევარსფეროები, რომლებიც რითმული თანმიმდევრობით მეორდება, საოცრად ჰარმონიულია. ასეთი უცნაური ნაგებობების არქიტექტორი რიკარდო ბოფილია. ის ცნობილია იმით, რომ ძველი ცემენტის ქარხანა საცხოვრებელ სახლად გადააკეთა.
კუბური საცხოვრებელი კომპელქსი El Castillo Kafka (კაფკას სასახლე), 90 საცხოვრებელი ბინისგან შედგება. ის 1968 წელს აშენდა, რამაც მალე ცნობადობა მოუპოვა თანამედროვე ახალგაზრდა არქიტექტორს.
La Muralla Roja (წითელი კედელი) საცხოვრებელი კომპელექსი 1973 წელს აშენდა და ის რიკარდო ბოფილის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ნამუშევრად ითვლება.