ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობას განაგრძობს, რასაც კონტრაქტორი კომპანია საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს.
წლიური ხელშეკრულების საფუძველზე, ნაძალადევის რაიონში, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდს სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გეგმურ სამუშაოებთან დაკავშირებით 3-დან 10 ნოემბრის ჩათვლით აღნიშნულ ხიდზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.