„გამოუსადეგარი“ მასალებით აშენებული სასტუმრო-ვაგონი და საკუთარი შემოსავალი Airbnb-დან

მყუდრო საცხოვრებლის გაკეთება „ნაგვითაც“ კი შესაძლებელია, თუკი ის მოხერხებული ადამიანის ხელში მოხვდება. ემა ჰამონდმა საყვარელი სახლი ააშენა, რომელიც ძალიან ჰგავს მატარებლის ვაგონს. მან ხელთ არსებული სხვადასხვა მასალა გამოიყენა და ძველი დეტალებით მშენებლობაში ქალმა მინიმალური თანხები დახარჯა. მეტიც, თანხა არათუ დახარჯა, არამედ გამოიმუშავა კიდეც, ვინაიდან ის უცნაურ საცხოვრებელს Airbnb-ის მეშვეობით აქირავებდა.

ემამ პირველად გამოსცადა საკუთარი ძალები ასეთ მასშტაბურ პროექტში. ადრე ის არ იყო დაკავებული მშენებლობით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მას ამ მხრივ გაუკეთებია, ბაღისთვის შეზლონგი იყო, ხის პალეტებისგან.

ახლა ემა საკუთარ სახლს Airbnb-ზე აქირავებს. ოთახში ორი ადამიანი თავსდება. ერთ ღამეში მეპატრონე 85 ფუნტს იღებს. დამატებით, 25 ფუნტი, თუკი სტუმარს ცხელ აბაზანაში სურს მოდუნება.

ემას იმედი აქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რკინიგზას აღადგენს, რომელიც მის ფერმაზე გადის. ეს მოგზაურობის ნამდვილ ატმოსფეროს შექმნის სტუმრებისთვის, რაც ბევრ დადებით შთაბეჭდილებას დაუტოვებს მათ. ვინ იცის, შესაძლოა ემამ კიდევ რამდენიმე სახლი-ვაგონი ააწყოს და უკვე დასასვენებელი კომპლექსიც შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები