წყნეთში, გაგრის N8ა-ში მრავალბინიან სახლს ამაგრებენ
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. წყნეთში, გაგრის N8ა-ში მრავალბინიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლის საფუძველი და კედლები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 126 000 ლარს შეადგენს.
წყნეთში, გაგრის N8ა-ში 15 ოჯახი ცხოვრობს.
მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.