ნუცუბიძის N215-ში დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა დასრულდა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის N215-ში დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა დასრულდა.
აღნიშნული ტერიტორია შემოიღობა, განთავსდა ბავშვთა ზონა კომპლექსური ატრაქციონით, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 77 000 ლარს შეადგენს.