ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, N401 კორპუსის ეზოში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. 1 120 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი და საფეხმავლო სარინელი ეწყობა; ამ ეტაპზე, უკვე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა; პროექტის ღირებულება 102 600 ლარია და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ ასრულებს.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის N420 კორპუსის მიმდებარედაც, სადაც 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ ეტაპზე, ეწყობა ბორდიური და კორპუსის სადარბაზოებთან მისასვლელი საფეხმავლო ტროტუარები; აღნიშნული პროექტის ღირებულება 38 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ “გუმი” შეასრულა.

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციებიც წესრიგდება. N425 კორპუსის მიმდებარედ დასრულდა ცენტრალური წყალარინების ქსელის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც სრულად შეიცვალა წყალარინების მილები. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა “ექსპრეს კომპანიამ” შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები