ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინამდე – სამოთხე ტურისტებისთვის
დღეს კორეას მხოლოდ თამამი ტურისტები ნახულობენ, 70-80-იან წლებში კი კომუნისტური ქვეყნების მოქალაქეები მასობრივად მიდიოდნენ იქ დასასვენებლად. იმდროინდელ სარეკლამო ვინტაჟურ ფოტოებზე მხიარული ადამიანები არიან გამოსახული, რომლებიც სანაპიროზე ისვენებენ, სეირნობენ გასართობ პარკებში და ადგილობრივი სამზარეულოთი ტკბებიან, რაც დღევანდელ რეალობას ნაკლებად ჰგავს.
მიუხედავად სხვა ყველაფრისა, კორეა ხელბურთის მოყვარულ ტურისტებსაც იწვევდა – ეს ყველაზე საყვარელი სპორტია ქვეყანაში.
კიდევ ერთი „სატყუარა“ ტურისტებისთვის ტანვარჯიშის ჯგუფური მეცადინეობები იყო.
დღეს ტურისტების უმრავლესობა ჩრდილო კორეაში საექსკურსიო ტურით მიდის და მათ იშვიათად აძლევენ დედაქალაქის დატოვების უფლებას. ყველა ტურისტს თან ახლავს ადამიანი, რომელიც აკონტროლებს, თუ სად მიდის ან რას უღებს ის ფოტოს.