თბილისში, სხვადასხვა მისამართზე ხეები და ბუჩქები შეწამლეს
მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.
სამსახურმა სხვადასხვა მისამართზე, ჯამურად, 6 270 ბუჩქი და 12 119 ძირი ხე განმეორებით შეიწამლა, ხოლო რეაბილიტაციის შემდეგ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პირველად განახორციელა შეწამვლის სამუშაოები, კერძოდ, შეწამლა 1 070 ხე და 3 507 ბუჩქი.
აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს.
მწვანე ნარგავის წამლობა შემდეგ მისამართებზე განხორციელდა:
- ვერის ბაღი
- 9 აპრილის ბაღი
- მუშტაიდის პარკი
- რიყის პარკი
- მზიურის პარკი
- ბაგები-წყნეთის გზატკეცილი
- ზღვის უბნის დასახლება კვ. 10 ბ, კორპ 1-ის მიმდებარედ
- ვაშლიჯვრის მე-5 ზონა, მე-5 კორპუსის მიმდებარედ
- ვარკეთილი 3, კორპუსი 407-ის მიმდებარედ არსებული სკვერი
- აბზიანიძის და ახვლედიანის ქუჩებს შორის არსებული სკვერი, ორხევის დასახლება
- სამღერეთის ქუჩა #3 (სანერგე)
- თბილისის ზღვაზე სანატორიუმ “ქართლის” მიმდებარედ არსებული სანერგე
- ლ. მარუაშილის ქ. #50 (ზ. ავალიანის ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორია)
- მინდელი ქ. 9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
- ფანასკერტელის ქ #11, #162 საჯარო სკოლისა და ბაღის ტერიტორია
- გლდანი მე-3 მ/რ, კორპ 3-ის მიმდებარე ტერიტორია
- ქვემო ფონიჭალის დასაწყისი, პარკი და მიმდებარე ტერიტორია
- აეროპორტის დასახლება, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.
მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები გაგრძელდება და მთელს ქალაქს მოიცავს.