ბიჭი, რომელმაც პატარა ძმის ცხედარი კრემაციისთვის მიიტანა (1945 წელი, იაპონია) – ფოტოს ისტორია

ეს სულისშემძვრელი ფოტო ჯო ო’დონელმა გადაიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ საშინელების აღსაბეჭდად გაგზავნა, რომელიც იაპონიას 1945 წელს საჰაერო თავდასხმებისა ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად მიადგა.

ამ ფოტოზე გამოსახულია 10 წლის იაპონელი ბიჭი, რომელსაც თავისი პატარა, გარდაცვლილი ძმა კრემაციის ჩასატარებელ ადგილას მიჰყავს. ის, ალბათ, ცდილობდა, შეესრულებინა ოჯახის ცოცხლად დარჩენილი ყველაზე უფროსი წევრის როლი. ის დგას ისე, როგორც მის შორიახლოს მდგომი, სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები.

ჯო ო’დონელი იხსენებს:

დავინახე, რომ, დაახლოებით, 10 წლის ბიჭი მოდიოდა. მას ზურგით მოჰყავდა ბავშვი. ამ დღეებში იაპონიაში ხშირად ვხედავდით ბავშვებს, რომლებიც პატარა ძმებსა თუ დებს ზურგით დაატარებდნენ და ეთამაშებოდნენ, მაგრამ ეს ბიჭი აშკარად განსხვავდებოდა მათგან. ვხედავდი, რომ ის ამ ადგილას სერიოზული მიზეზით იყო მოსული. ფეხსაცმელები არ ეცვა. სახეზე სიმძიმე ეხატა. მის პატარა ძმას თავი უკან ჰქონდა გადაწეული, თითქოს, ეძინა.

ბიჭი იდგა ხუთი ან ათი წუთის განმავლობაში. თეთრნიღბიანმა მამაკაცები მას მიუახლოვნდნენ და მშვიდად დაიწყეს თოკის ჩამოხსნა, რომელიც ბავშვს იჭერდა. სწორედ მაშინ დავინახე, რომ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. მამაკაცებმა მას თავსა და ფეხებში მოჰკიდეს ხელი და ცეცხლზე დადეს.

ბიჭი გაუნძრევლად იდგა, ცეცლხს უყურებდა. ის ისე ძლიერად უჭერდა ქვედა ტუჩს, რომ სისხლი სდიოდა. ცეცხლის ალი მზის ჩასვლის მსგავსად ილეოდა. ბიჭი შეტრიალდა და უხმოდ წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები