ზალკალიანი დავით გარეჯზე: მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული გაგება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია პოსTV-ის ეთერში გადაცემაში “ანალიტიკა” საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
„როცა სტრატეგიულ პარტნიორთან გაქვს ურთიერთობა და ის ხედავს, რომ არის თანმიმდევრობა და ერთმანეთის პოზიციების გაზიარება, როდესაც პოზიციები არის არგუმენტებით და შესაბამისი მასალებით გამყარებული, ბუნებრივია, იქ ერთი მხარეც და მეორე მხარეც მიდის დათმობებზე. მაგრამ ეს დათმობები არ უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს სრული გაგება. ამაზე ძალიან დიდ ხანს ვესაუბრე ჩემს ახალ კოლეგას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვართ კომუნიკაციაში და მერწმუნეთ, რომ ჩვენი ურთიერთობები არ დაზიანდება”, – განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ზრდის საქართველოს ფუნქციას რეგიონში.