ეკატერინე ტიკარაძე: თბილისში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა დედაქალაქი, სადაც კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

“დღეს გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი. ქვეყანაში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარაში სტაბილიზაცია შეინიშნება, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დედაქალაქში”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები