ზალკალიანი: დავით გარეჯის საკითხის გამოძიებასთან სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან მიბმა გაუმართლებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიბმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტთან გაუმართლებელია.

მინისტრის თქმით, საკითხზე ოპონენტების მხრიდან სპეკულაციები ისმის.

„ყოველგვარი სპეკულაციები, რომ, თითქოს, ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს დააზიანებს ან ბმა ჩვენს სამეზობლოში დღეს მიმდინარე კონფრონტაციასთან, აბსოლუტურად გაუმართლებელია. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი შეხვედრა იყო იმ დღეებში, როდესაც კონფლიქტი დაწყებულიც კი არ იყო. ამიტომ, ის, რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, არის პოლიტიკური მანიპულაციები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, ჩვენი ინტერესების ბოლომდე დაცვით და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანულ კოლეგებთან მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები