საქართველოს ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურის მიერ დაკავებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.


“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – წერს გიგი გიგიაძე სოციალურ ქსელში.
​ცნობისათვის, პროკურატურამ ის პირები დააკავა, რომელთა ბრალეულობით საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები