თბილისის ცენტრალური პარკისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს. საპროექტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში ფიზიკური სამუშაოები დაიწყება. კალაძის განამრტებით, პრეოქტის განსახორციელებლად რამდენიმე ათიეული მილიონი ლარი დაიხარჯება.

„დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით, გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება. პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს. მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ხვალ პროექტის სრული პრეზენტაცია გვექნება.“ – განაცხადა ქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრალური პარკი თბილისელებისა თუ დედაქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილად იქცევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები