გლდანის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეებს აწყობენ

გლდანის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეები და გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლები მოეწყო. სამუშაოები 21 მისამართზე დასრულდა. მათ შორისაა მეორე მიკრორაიონის N42ბ კორპუსისა და და მუხიანის მეოთხე მიკრორაიონის N17-17ა კორპუსების მიმდებარე ტერიტორია. ასევე, მეოთხე მიკრორაიონის N93 კორპუსის მიმდებარედ ორი კედელი მოეწყო, შეიქმნა ტერასები, რაც მიწით შეივსო. აღნიშნულ მისამართზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება ხეები და განხროციელდება მულჩირება.

21 მისამართზე განხორციელებული კიბეებისა და გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ლაგომ“ შეასრულა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 154 974 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები