აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-40 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
მისივე თქმით, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
“ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვაქვს ერთი გარდაცვალება. იყო ხანდაზმული პირი, თანმხლები ქრონიკული დაავადებებით. რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, ის კონტროლირებადია”, – აღნიშნა ნიჟარაძემ.