საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზმა მუშაობა განაახლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზმა დღეიდან მუშაობა განაახლა. პირველ ეტაპზე, დარბაზი სამეცნიერო კვლევებზე მომუშავე პირებს მოემსახურება.
მკვლევართა დარბაზი გაიხსნება შემდეგ ლოკაციებზე:
- საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
- უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
- კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);
- თბილისის ცენტრალური არქივი (ზაქარიაძის ქ. N4).
აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დარბაზში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით.