ქართული კინოს ტრიუმფი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე
ფილმისთვის “დასაწყისი” დაჯილდოვდნენ:
დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი;
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი;
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი.
აღსანიშნავია, რომ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” საუკეთესო ფილმისთვის ასევე წილად ხვდა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”.
ფილმი “დასაწყისი” რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.
“დასაწყისი”-ს ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო.