ირაკლი ჩიქოვანი: “ღირსეული პარტნიორი 2020” – ეს სწავლება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის
,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი,ლ საქართველოში მრავალეროვნულ სწავლებას – ,,ღირსეული პარტნიორი 2020″ ეხმაურება, რომელიც საქართველოში დღეს დაიწყო.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს სწავლება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებისთვის.
,,დღეს საქართველოში მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2020″ იწყება. უკვე მეხუთედ ვმასპინძლობთ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის სწავლებას. ეს სწავლება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატებისქ და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობის ამაღლებისათვის. საქართველოს თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მეგობარ ქვეყნებს ღირსეული პარტნიორობისთვის!”, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.