გიორგი ხანიშვილი: უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით

„მიმდინარე წელს რუსეთში ხორბლის საკმაოდ დიდი მოსავალია და, შესაბამისად, ბაზარზე ფასის მკვეთრი მატების წინაპირობა არ არსებობს. ჩვენს მოსახლეობას შეუძლია, იყოს მშვიდად. ჩვენ არ გვაქვს არც ხორბლის მარაგების მიმართულებით პრობლემა და არც პურის ფასი გაიზრდება”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა. მისივე შეფასებით, უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით.
“საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიით შექმნილ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში სწორად მართა პროცესები. ქვეყანაში ხორბლის მარაგები, საშუალო სტატისტიკურთან შედარებით, 20-25%-ით არის გაზრდილი და, დაახლოებით, 100-120 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. ქვეყანაში სტაბილური მარაგები ხორბლის ბაზარზე ფასების მოკლევადიან მერყეობას დააბალანსებს და, შესაბამისად, გვექნება სტაბილური ფასი ფქვილსა და პურზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარებისა და ტენდენციების შესახებ. თუკი რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, მთავრობა იმოქმედებს ოპერატიულად. უსაფუძვლოა შიში პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები