ალექსანდრე გეჯაძე შაქარაშვილის საქმეზე: უკრაინელი კოლეგა, მაღალი ალბათობით, შეცდომაშია შეყვანილი, რადგან გვამს შემთხვევის ადგილზევე გამოხატული აქვს ლპობითი ცვლილებები (ვიდეო)

“უკრაინელი კოლეგა, მაღალი ალბათობით, შეცდომაშია შეყვანილი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში გაწერილია, რომ გვამს შემთხვევის ადგილზევე გამოხატული აქვს ლპობითი ცვლილებები”, – ამის შესახებ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გეჯაძემ ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“სიტყვა “შეცდომა” ძალიან მძიმედ ჟღერს, რამეთუ ამ შეუსაბამობას – ორი ფაქტორის დაფიქსირებით შემთხვევის ადგილზე ექსპერტის მიერ – პირველი არის მოგვიანებითი გვამური მოვლენები და მეორე არის ნაადრევი გვამური მოვლენები. ნაადრევ გვამურ მოვლენებში შედის გაშეშება, რომელიც 48 საათში მთავრდება და მოგვიანებითი გვამური მოვლენები იწყება ნაადრევის ჩამთავრების შემდეგ. მოგვიანებით, გვამურ მოვლენებს წარმოადგენს ლპობითი პროცესები, ანუ ლპობაც და გვამური გაშეშებაც ერთად არ მოიაზრება არასოდეს, რამეთუ ჩვეულებრივი კანონების მიხედვით ჯერ ნაადრევი გვამური მოვლენები უნდა დასრულდეს და ლპობითი პროცესები მერე იწყება.

ამ მოვლენებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სიკვდილის ხანდაზმულობის დადგენაში, 48 საათის განმავლობაში ნაადრევი გვამური მოვლენები ამთავრებენ ჩამოყალიბებას და ამის მერე ლპობითი პროცესების გამო სიკვდილის მიზეზს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ვერ ადგენს, სწორედ ლპობითი პროცესების გამო.

რაც შეეხება უკრაინელ კოლეგას, მაღალი ალბათობით, მიმაჩნია, ის შეიყვანეს შეცდომაში. მას მისცეს თარგმანი სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების, თარგმანს გაეცნო და ამბობს, რომ გვამს ლპობითი პროცესები არ აღენიშნება. ეს არის აბსოლუტური შეუსაბამობა. რამეთუ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში გაწერილია, რომ გვამს გარეგანი დათვალიერებითაც შემთხვევის ადგილზევე გამოხატული აქვს ლბობითი ცვლილებები და პროზექტურაშიც გამოხატული აქვს ეს ცვლილებები”, – განაცხადა გეჯაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები