მამუკა სალუქვაძე: ჯიუტად იმის გამეორება, რომ გამოძიება ვიღაცებს ხელს აფარებს, იდიოტიზმსა და კრეტინიზმს შორის საპატიო და დამსახურებულ ადგილს იკავებს
ექსპერტი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, ჯიუტად იმის გამეორება, რომ გამოძიება ვიღაცებს ხელს აფარებს, იდიოტიზმსა და კრეტინიზმს შორის საპატიო და დამსახურებულ ადგილს იკავებს.
“17 ადამიანი სავარაუდო მკვლელობისთვის ერთდროულად რომ დაეკავებინოთ, ნამდვილად არ მაგონდება, 55 წლის ვარ. ამ შემდგარი ფაქტის მიუხედავად, ჯიუტად იმის გამეორება, რომ გამოძიება ვიღაცებს ხელს აფარებს, იდიოტიზმსა და კრეტინიზმს შორის საპატიო და დამსახურებულ ადგილს იკავებს. თუმცა, როცა პოლიტიკური სპეკულაციისთვის რამე გჭირდება, რატომ არ გამოიკრეტინებს კაცი თავს”, – წერს მამუკა სალუქვაძე.