მამუკა სალუქვაძე: 26 მაისი უკვე იყო, რამდენიმე დღეში 20 ივნისია და 7 ნოემბერიც აუცილებლად დადგება
ექსპერტი მამუკა სალუქვაძე 20 ივნისის მოახლოებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ 26 მაისი უკვე იყო, რამდენიმე დღეში 20 ივნისია და 7 ნოემბერიც აუცილებლად დადგება.
“26 მაისი გავიარეთ, ახლოვდება 20 ივნისი და შემდეგ დადგება 7 ნოემბერი. ჩვენ იცით, რა ხალხი ვართ, აი, უდანაშაულო ადამიანების ამოთხრილ თვალებსაც კი რომ ვასხვავებთ ერთმანეთისგან, ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და სიმპატიების მიხედვით. ამ დროს არც პოლიტიკური გემოვნება გვივარგა და სიმპათიებიც მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, უშუალოდ ჩვენ რა მოგებას ვნახულობდით ან ვნახულობთ ამ საქმიდან. 26 მაისი უკვე იყო, რამდენიმე დღეში 20 ივნისია და 7 ნოემბერიც აუცილებლად დადგება კვლავ”, – წერს მამუკა სალუქვაძე.