გია ყანჩელის 80 წლის საიუბილეო კონცერტი
14 ივნისს, 12:00 საათზე, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“ და „საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი“ წარმოადგენს გია ყანჩელის 80 წლის საიუბილეო კონცერტის ვიდეოჩანაწერს.
მონაწილეობენ: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი;
გიორგი ცაგარელი, ვიოლა;
ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მიხეილ ჯავახიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი.
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი – დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი.
გორის ქალთა კამერული გუნდი – დირიჟორი თეონა ცირამუა.
სპეციალური სტუმარი – ნინო ანანიაშვილი.