ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას, მორალური თვალსაზრისით, არ აქვს არანაირი წითელი ხაზები
„რასაც ბოლო დროს ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში”, – ამის შესახებ „პოსტვ”-ის ეთერში „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მათ არ აქვთ არანაირი პრინციპები, მორალური თვალსაზრისით, არანაირი წითელი ხაზები, არანაირი ღირებულებები.
„მათ შეუძლიათ, დღეს დაუძახონ რომელიმე ოპონენტს თუ სხვა პარტიის წარმომადგენელს “ჯალათი” და ხვალ ხელი აუწიონ. ნათელაშვილისა და უგულავას მაგალითს გაგახსენებთ ან კიდევ – ბერძენიშვილის. თითოეულ პარტიას აქვს ნალაპარაკები ერთმანეთზე ისეთი რამეები, რომ წარმოუდგენელი იქნებოდა მათი ერთად ჯდომა”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი მოსაზრებით, სწორედ ამიტომ არის „ნაციონალური მოძრაობის” ერთი შტო 12%-იანი, მეორე – 3%-იანით და მესამე – 0,5%-იანი რეიტინგით. მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სურათი.