თამარ გაბუნია: შეზღუდვების მოხსნის პროცესში მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ ეპიდემიის გავრცელების დინამიკას

 

“შეზღუდვების მოხსნის პროცესში მნიშვნელოვანია ეპიდემიის გავრცელების დინამიკას თვალი ვადევნოთ”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“შეზღუდვების მოხსნის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ ეპიდემიის გავრცელების დინამიკას, რომელიც აღწერს, რამდენად ვრცელდება ვირუსი და რამდენად აქვს მას ადამიანების დაინფიცირების პოტენციალი. როდესაც ეს მაჩვენებელი ერთზე დაბალია, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი გავრცელების პოტენციალი ნაკლებია და შეგვიძლია გავაგრძელოთ შეზღუდვების შერბილების პროცესი. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა 15 რიცხვში და ამას რაიმე რისკი უკავშირდება, ამ რისკების რეალიზაციას დასჭირდება დაახლოებით ორი კვირა და ჩვენ შედეგს ორ კვირაში დავინახავთ”,- განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები