“Financial Times”: საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრიზისს რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია
“Financial Times” საქართველოს პრეზიდენტის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, რუსეთის შიდა პრობლემები კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს აჩენს.
“საქართველოს პრეზიდენტი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ რუსეთის ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ამძაფრებს ნავთობის ფასების დაცემის საფრთხე, აჩენს კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს მის საზღვრებს გარეთ”, – წერს გამოცემა.
საქართველოს პრეზიდენტს ამის მაგალითად 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია მოჰყავს, რის შედეგადაც საქართველომ საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა.
“სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შიდა პრობლემები რუსეთში, როგორც წესი იწვევს საგარეო აგრესიას და არა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვას ან თანამშრომლობას”,- ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა ასევე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხო სამოგზაურო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის.
წყარო: რუსთავი 2