ზოიძე: ის, ვინც ვაქცინის შესახებ აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

“ის ადამიანი, ვინც კორონავირუსის ჯერ არშექმნილი ვაქცინის შესახებ აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”, – ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ზოიძე აცხადებს, ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანიც ადამიანებში შიშის დანერგვაა.

ბოლო პერიოდში რამდენიმე სასულიერო პირმა ჯერ არშექმნილ ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის ადამიანების გაკონტროლებისთვის იარაღი იქნება.

„მიუღებელია ასეთი საუბარი. მე ოფიაციალური განცხადებაც მოვისმინე საპატრიარქოს მხრიდან, რომ სანამ ვაქცინა შექმნილი არაა , ამ თემაზე საუბარი ნაადრევიაო. მე ვიტოდი, რომ აქ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებელაბა უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი არის ყალბი, შეთქმულების თორიები, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – დისკრედიტაცია გაუწიონ ვაქიცინის იდეას, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა, მილიონობით სიცოცხლეა ამით გადარჩენილი. პანდემიის პერიოდში ბევრი ასეთი ყალბი ინფორმაცია გავრცლდა, ეს ყველაფერი შიშის დათესვას ემსახურება, რომელსაც ზოგიერთი ჯგუფი პოლიტიკური, თუ სხვა ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს.

ყველას მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკაონ ასეთი სახიფათო ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელსაც რეალობასთან არნაირი კავშირი არ აქვს. დღე მთელი მსოფლიო ჩაბმულია ვაქცინის შექმნაში, ასეთი მობილიზებული და ერთსულოვანი კაცობრიობა არ ყოფილა, მგონი, ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.

ვაქცინის შექმნა ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი დასრულდება, აღარ იქნება საჭიროება იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვქონდეს სიფრთხილე და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვირუსი არ აფეთქდეს ერთ დღეს.

მთავარია, ვაქცინა დროული და იმ რაოდენობის იყოს, რომ ყველას ეყოს, ეს უფრო მეტად სადარდებელია, ვიდრე ის, რომ ამ ვაქცინამ შეიძლება, საფრთხე შეგვიქმნას. აბსურდული თეორიების გავრცელება არ ეკადრება ჩვენს საზოგადოებას. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ადამიანი, ვინც ამას ავრცელებს. ის საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, თუნდაც ამ ინფორმაციის გავრცელებით. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რომელიც საზოგადოებაში შიშის შექმნას ემსახურება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები