გიგა ბოკერია: თუ გოიმი ხარ, ჯობს, ნომერ პირველი გოიმი იყო, ასე რომ, მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის

“გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობს, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ბოკერიას თქმით, ადამიანი პირველობისკენ უნდა ისწრაფოდეს.

“გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობს, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო, ასე რომ, მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის. მე ასე არ ვაფასებ ჩემს თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, მაგრამ რადგან ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა მას. თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ პირველობისკენ უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ – “გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი გოიმების სპექტრში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები