კახა კალაძე: თბილისის სატრანსპორტო გენერალური გეგმის ჩაბარების თარიღი, აგვისტოს ნაცვლად, წლის ბოლოსკენ გადაიწევს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის სატრანსპორტო გენერალური გეგმა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აგვისტოს ნაცვლად, წლის ბოლოს იქნება ჩაბარებული.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყვითელი ავტობუსები წლის ბოლომდე მთლიანად ჩანაცვლდება.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პლიტიკა, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან გაჟღერებული და საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ამ კუთხით უკვე გადავდაგით რამდენიმე ნაბიჯი, დავიწყეთ არსებული ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები და თბილისს ეყოლება განახლებული ახალი „ევრო 6“ ტიპის ეკოლოგიურდ სუფთა ავტობუსები. ამ რეფორმაში გვეხმარება აზიის განვითარების ბანკი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ამუშავებს სატრანსპორტო გენერალურ გეგმას. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები გვქონდეს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკის პროექტს, ქალაქის სატრანსპორტო გენერალურ გეგმას, აგვისტოსში უნდა ყოფილიყო ჩაბარებული, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე გადაიწევს, სავარაუდოდ, ეს თარიღი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები