პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულია 35 პაციენტი, საიდანაც 23 კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.
„20 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 35 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 23 პაციენტი.
რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 28 პაციენტი“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.